Tuesday, April 18, 2017

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდებ: თანამედროვე დიზაინი



პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნო თანამედროვე არქიტექტურის შედევრებს
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გააკეთონ ანალიზი  და შექმნან პროექტის საბოლოო პროდუქტი.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები დაინტერესდებიან თანამედროვე არქიტექტურით, იმით, რომ თანამედროვე არქიტექტურის დიზაინი ისეთივე აქტუალურია, როგორც სხვა სახის დიზაინი (მაგ; ტანსაცმლის). განუვითარდებათ შემოქმედებითი და კვლევითი უნარი.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა  გაიცნონ და შეისწავლონ თანამედროვე არქიტექტურის თავისებურებები. ჩამოუყალიბდეთ სწორი დამოკიდებულება თანამედროვე ხელოვნების მიმართ.

მონაწილეთა ასაკი: 11 - 12 წელი

ვადები ხანგრძლივობა: 2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები: შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან თანამედროვე დიზაინის სტრუქტურას; ნახავენ, რომ თანამედროვე არქიტექტურა განსაკუთრებული სიახლეებითაა სავსე და აბსოლიტურად განსხვავდება სტანდარტულისგან; განუვითარდებათ უნარი, სწორად შეაფასონ და შეიცნონ ხელოვნების თანამედროვე ნიმუშები.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პლაკატები, მაკეტები, ვიდეორგოლები.

 
პროექტის მსვლელობა: პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცნობ იდეას და შევთავაზებ ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები, თუ როგორ წარმოუდგენიათ პროექტის განხორციელება. ვურჩევ გაინაწილონ მოვალეობები და დროში სწორად გადაანაწილონ შესასრულებელი ამოცანები. მეორე ეტაპზე აქცენტს გავაკეთებ თანამედროვე და ძველი არქიტექტურული დიზაინების მსგავსებასა და განსხვავებაზე. შევიმუშავებთ კითხვარს და დავაკომპლექტებთ ჯგუფებ. შემდგომ გავაკეთებთ კვლევის ანალიზს და დავიწყებთ ინფორმაციის მოძიებას, როგორც ინტერნეტში ასევე ქალაქში, რის შემდეგაც მოპოვებულ მასალებს განვათავსებთ ბლოგზე.

 
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია, მათემატიკა.

პროექტის ხელმძღვანელი: ეკა მეზვრიშვილი

პროექტის ვებ. გვერდი (ბლოგი): http://ekam-ict2.blogspot.com/


ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Eka.mezvrishvili14@Gmail.com

No comments:

Post a Comment